ახალქალაქის სტადიონზე დღეს სამშვიდობო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ითხოვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში საქართველო არ ჩართონ. აქციის მონაწილეები ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ არ იომონ და სისხლი არ დაღვარონ.

დღეს, 21 ივლისს, ახალქალაქის სტადიონზე ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების   დაახლოებით 3000 ადამიანი შეიკრიბა, რათა მხარი დაუჭირონ სომხეთს, დიასპორას და სომეხ ერს. მომიტინგეები ჯავახეთის მოსახლეობის სახელით გამოვიდნენ.

ჯავახეთში მცხოვრები სომხები ბოლო დღეებში სომხეთი-აზერბაიჯანის ხაზზე მომხდარი მოვლენებით შეწუხებულნი არიან