დღეს, 20 ივლისს, საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ინიციატივით, თბილისის სომხებმა მხარდაჭერა სომხეთს სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ტერიტორიაზე გამოუთქვეს.

შეკრებილთა ერთ-ერთი მთავარი მიმართვა საქართველოს სომხებს ეხება, რათა არ აყვნენ პროვოკაციას, “არ არჩიონ საქმეები” საქართველოში და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლებმა ორგანიზაციას გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

მიტინგამდე საქართველოში სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა არტურ მირზოიანმა Alik Media-სთან საუბარში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები “დაიცავენ სოციალურ დისტანციას და ყველა შეზღუდვას გაითვალისწინებენ”.

“იმ დროს, როდესაც სამყარო უჩინარ მტერს ებრძვის, აზერბაიჯანი, მსოფლიო აჟიოტაჟით სარგებლობს და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის ხაზზე გადასვლით აგრესიას გამოხატავს. უფრო მეტიც, ამ ყველაფერში ის სომხეთის დადანაშაულებასაც ბედავს. ამასთანავე, თურქეთის ოფიციალური მხარდაჭერით, აზერბაიჯანი სომხური ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იმუქრება, რაც ტერიტორიულ საფრთხეს უქმნის მთლიან რეგიონს, მათ შორის საქართველოს. ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ მართვადი ჯგუფების მცდელობას და სურვილს საქართველოში ეთნიკური სიძულვილი დანერგონ. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ჩვენი სახლია, ეს გარჩევების ადგილი არ არის”,- აღნიშნა არტურ მირზოიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ორგანიზაციამ საქართველოს სომეხთა სათვისტომოს გვერდზე შეტყობინება გაავრცელა, სადაც განცხადებით მოუწოდებდა მოქალაქეებს არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას. მოწოდების გავრცელებისთანავე, აზერბაიჯანული ეროვნების მარნეულის მოსახლეობამ, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად მიტინგი გამართა.