სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებულ ღამის დივერსიაში, სპეციალური დანიშნულების 100 აზერბაიჯანელი სამხედრომოსამსახურე მონაწილეობდა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, მათი მიზანი იყო პოზიცია “ანვახის” (უშიშარი) დაკავება.

“პოზიცია სოფლების – მოვსესისა და აიგეპარის მიმართულებით მდებარეობს. ბოლო დღეების მოვლენები აღნიშნული პოზიციის გარშემო ვითარდება”.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც იერიში მოგერიებული იყო, აიგეპარისა და მოვსესის მიმართულებით სროლები დაიწყო ნაღმტყორცნებითა და ქვემეხი D-30-ით. იმავდროულად შეტევა განხორციელდა “ანვახის” მეზობელ პოსტებზე, რომლებიც ასევე, მოიგერიეს.

სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს, აზერბაიჯანს მოკლულები და დაჭრილები ჰყავს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობის შემდეგ. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო პირი. ბაქომ შეტაკებების დროს გენერლისა და პოლკოვნიკის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

წყარო: PanARMENIAN.Net © 2000—2020