კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 32.490-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სამშაბათს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 13 ივლისის მდგომარეობით დაფიქსირდა 32151 ასეთი შემთხვევა, ასე რომ, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 339 ინფექციის ახალი შემთხვევა.

სომხეთში კორონავირუსის გართულებებით სულ 581 ადამიანი დაიღუპა (გასული დღის განმავლობაში დამატებით 8). კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, არის 184 (წინა 1 დღის დამატებით 1 შემთხვევა).

ინფექციისგან განკურნებულთა რიცხვი 20,729-ს შეადგენს. 10,996 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 136 802.