12 ივლისს, შუადღისას აზერბაიჯანთან, სომხეთის მხარის ტავუშის საზღვარზე, აზერბაიჯანელების გარღვევის მცდელობის შემდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელიც 13 ივლისის დილამდე გაგრძელდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე სერიოზული ინციდენტი აზერბაიჯანელების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე “უაზ”-ის მარკის ავტომანქანით გადასვლის მცდელობის შემდეგ დაიწყო.

სომხეთის მხარის გაფრთხილების შემდეგ, მოწინააღმდეგე სამხედროებმა დატოვეს მანქანა და პოზიციებს დაუბრუნდნენ. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სომხური მხარის დამცავი პუნქტის დაპყრობას შეეცადნენ, თუმცა მათ ცეცხლით დახვდნენ. “უაზ”-ი დაწვეს და ნეიტრალურ ტერიტორიაზე დატოვეს. ამ მომენტიდან მხარეები მორიგ დარტმებს ახორციელებენ.

13 ივლისის ღამით აზერბაიჯანმა ტანკი და 82-მმ მინომეტი გამოიყენა. 13 ივლისის მონაცემების თანახმად დილით ბრძოლა განახლდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თავისი მხრიდან 4 მოკლულისა და ოთხი დაჭრილის შესახებ განაცხადა, სომხური მხრიდან კი ჩამოგდებული აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავის შესახებ გამოაცხადეს. მსუბუქი ჭრილობა მიიღო ორმა სომეხმა პოლიციელმა (ამ მონაკვეთში საზღვარს ასევე სომხეთის შინაგანი ჯარის სამხედრო ქვედანაყოფები იცავენ).

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა ეუთო-ს პირად წარმომადგენელს ანდჟეიუ კასპრშიკს აცნობა, რომ გაცემულია ბრძანება სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავშეკავების გამოჩენისა, თუმცა პროვოკაციის გაგრძელების შემთხვევაში- აუცილებლობის შემთხვევაში, ახალი პოზიციების დაკავებისაკენ მოქმედება იქნება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებთან და ეუთო-ს პირად წარმომადგენელთან ანდჟეიუ კასპრშიკთან და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან სტანისლავ ზასთან აწარმოებს. მან განაცხადა, რომ ექსკალაციის პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის მხარეს ეკისრება, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბარში ალიანსის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აღნიშნული ქცევების ხელმიუწვდომლობას გაუსვა ხაზი.

ასევე შედგა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბარი, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაძაბული სიტუაციისა და მისი დაძლევის გზების შესახებ ისაუბრეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებით, მნაცაკანიანი თვლის, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, რასაც თან ახლდა სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დამცავი პუნქტის გარღვევის მცდელობა.

მასალა Panarmenian.net-დან