აღმაშენებელი-ერევნის გზაჯვარედის მაცხოვრებლები კიდევ ერთხელ უჩივიან იმას, რომ ყოველი წვიმის შემდეგ წყალი მათ სახლებსა და სარდაფებში ჩაედინება. მოსახლეობა ამბობს, რომ მზად არის უკიდურეს ზომებს მიმართოს და ომბუდსმენის ოფისში მისვლას აპირებს.

ერევნის ქუჩის ბოლო ნაწილის მცხოვრებლები მრავალი წელია წვიმის წყლების სინესტეს უჩივიან. ისინი შეწუხებულნი არიან, რომ მუდმივ სინესტეს მათი სახლების საძირკველის დანგრევა შეუძლია.

2

მოსახლეობა ყვება, რომ კოკისპირული წვიმების დროს ისინი სახლებიდან ვერ გამოდიან, მათი ბინების გარშემო დიდი გუბეები დგება. ეს პრობლემა აღმაშენებელი-ერევნის გზაჯვარედინზე უკვე მრავალი წელია არსებობს, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევს.

ერევნის ქუჩის მცხოვრების აშოტ მკრტჩიანის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე ადრეც იყო გუბეები, მაგრამ ისეთი დიდი არა, როგორიც ახლაა.
“წვიმიან ამინდში ქუჩის ამ ნაწილში მუდმივად გუბეებია, ხალხის სარდაფებში მუდმივი სინესტეა. აი, შეხედე, განა შესაძლებელია აქ ცხოვრება, მალე მთლიანი სახლი დაინგრევა”,- ამბობს ის.

1

მოსახლეობის მტკიცებით, ქალაქში დრენაჟული სისტემის არარსებობის გამო და ქუჩის სიმაღლის დონის არასწორი გამოთვლების გამო, წვიმის წყალი ვერსად მიედინება, და სარდაფებში ჩადის.

4

როგორც აშოტ მკრტჩიანი ამტკიცებს, მან არაერთხელ მიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, ასევე მიმართა მერიას და საავტომობილო გზების დეპარტამენტს. თუმცა, არცერთ ინსტანციას არსებული პრობლემა ჯერჯერობით ვერ მოუგვარებია.

“მე მერიას მივმართე, იქ გვითხრეს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არისო, შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განცხადება დავწერეთ, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია. რამდენ ხანს შეიძლება ლოდინი, არ ვიცი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსაც მივმართე, მათ საკუთარი თვალით ნახეს ყველაფერი”,- თქვა მან.

5

მისი თქმით, თუკი ახლო მომავალში ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს მოიმოქმედებს, ის ომბუდსმენის ოფისს მიმართავს.

3

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 მარტს “ჯავახ ავტო გზა” კომპანიის დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდა გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, Jnews-თან საუბარში თქვა: “აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთზე სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. ჩვენ ყველაფერს წესდების თანახმად ვაკეთებთ, სარემონტო სამუშაოების საბოლოო დასრულების შემდეგ არავითარი პრობლემა აღარ იქნება”.

რეაბილიტაციის ჩატარების ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 10 ივლისს მოეწერა და ვადა 2020 წლის 12 აგვისტომდე აქვს.