2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 703 158 ლარის ოდენობის სამი ინფრასტრუქტურული პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტების განხორციელების ტენდერები უკვე გამოცხადებულია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების შეტანა  უკვე დაიწყო. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 21 იანვარია.
ასფალტირება ქვემოთ ჩამოთვლილ მონაკვეთებზე მოხდება:
  1. ვაჩიანი- ოკამი გზის ასფალტირება (2 და 3 ეტაპი), გზის სიგრძე 3800მ. პროექტის თანხა  1695 932 ლარს შეადგენს.
  2.  არაგვა- ზაკი- ბუღაშენი გზის ასფალტირება, გზის სიგრძე 1975 მ. თანხა 805 000 ლარს შეადგენს.
  3. სულდა- მიასნიკიანი-ერინჯა-დავნია-ხავეთი გზის რეაბილიტაცია (1 და 2 ეტაპი), გზის სიგრძე 2680 მ. გამოყოფილია 1 202 226 ლარი.
პროგრამები, რომლებიც სახელმიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  5%-ის თანადაფინანსებით  ხორციელდება.