სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 662-ით გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სომხეთში ამ დროისთვის, სულ 27 320 ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო დღეებში ვირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 469 ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსისგან დღეისთვის 15 484-ზე მეტი პაციენტი განიკურნა. 11 211 ინფიცირებული მკურნალობას განაგრძობს.