საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის. იმ ადამიანებმა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა კონსტიტუციურ ცვლილებამდე, ანუ 2018 წლამდე ჰქონდათ, საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღიდგინონ. ეს გარკვეულ სირთულეებს მოიცავს. მოქალაქეობის დაბრუნებისა და სხვა პრობლემების შესახებ Jnews.ge გაესაუბრა ფონდ «ჯავახეთის მხარდაჭერის» იურისტ-კონსულტანტს გურგენ ეზოიანს.

ლეგალური ორმაგი მოქალაქობა საქართველოში მიიღეს, როგორც იმ მკვიდრი მოქალაქეების საკითხის მოგვარება, რომლებმაც თავის დროზე სხვა ქვეყნების მოქალაქეობა აიღეს, რათა სამუშაოდ გასულიყვნენ საზღვარგარეთ. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა- ეს ასე როდია. და მაინც, რას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობა?

– კონკრეტულად რას გვეუბნება კანონი:
თუ კი შენ იღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მიმართე სახელმწიფოს (საქართველოს), რომელიც ამაზე უფლებას მოგცემს და ამის შემდეგ შენ მოგეცემა საშუალება მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაობა. მაგრამ ბევრს უკვე ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რადგან აქამდე სახელმწიფოსგან ნებართვის აღების საჭიროება მათ არ ჰქონდათ. გარდამავალი პერიოდი იმისათვის, რომ ეღიარებინათ, თუ ვის ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ისე რომ არ დაეკარგათ საქართველოს მოქალაქეობა აგვისტოს თვემდე (2019 წლის) იყო შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მომმართე, რომ გაქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და მიიღე ნებართვა. საბოლოო ჯამში რა მოხდა: ჯავახეთის მოსახლეობის საკმაოდ მასშტაბურმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფოს და შესაბამისად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. მათ ორმაგ მოქალაქეობაზე უარი განუცხადეს. იმავდროულად ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. როდესაც აგვისტოში გარდამავალი პერიოდი დასრულდა, ვადა გაახანგრძლივეს 2020 წლის ბოლომდე. კანონი მოქმედებას კანონმდებლობის ფარგკლებში ითხოვს- მიმართე და შეინარჩუნე საქართველოს მოქალაქეობა. რეალურად კი კანონის მიხედვით შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. ამ შემთხვევაში მე შემიძლია გირჩიოთ სანამ მიმართავთ სახელმწიფოს დაფიქრდით, როგორ შეიძლება დაკარგო საქართველოს მოქალაქეობა.

ზოგიერთი ადამიანი ამბოს, რომ მათ მიმართეს შესაბამის სტრუქტურებს, რათა საქართველოს მოქალაქეობაზე ეთქვათ უარი, თუმცა მათ არ ჩამოართვეს მოქალაქეობა, ხოლო სხვებს კი მოქალაქეობას საზღვარზე ართმევენ. რატომ ხდება ასე?

– მე, როგორც იურისტი, ამ საკითხს ასე ვუყურებ. ეს საკითხები ერთ ინსტანციაში არ გვარდება. არსებობს სხვადასხვა სტრუქტურა, რომელთა საშუალებითაც საპრეზიდენტო ადმინისტრაციამდე აღწევენ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას და კონკრეტულ პასუხს ღებულობენ შეკითხვაზე, თუ რომელ ინსტანციაში მოგვარდება პრობლემა და ა.შ. პასუხის გაცემა ძალიან რთულია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ადამიანები მოქალაქეობის შენარჩუნებისათვის მიმართავენ შესამაბის სტრუქტურებს, თუმცა ასე მოქალაქეობის დაკარგვის ალბათობა დიდია. იმისათვის რომ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა უნდა ფლობდე ქართულ ენას. ინტერნეტ სივრცეში არის ტესტები და ვინც იცის ენა, მისთვის ეს ტესტი დიდ პრობლემას არ წარმოადგენას. კვლავ ვუბრუნდებით იგივე შეკითხვას, ჩვენ გვყავს უამრავი ადამიანი, რომელთათვის მაშინდელი განათლების მიღების პერიოდში აუცილებელი არ იყო ქართული ენის ცოდნა და დღეს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ უჭირთ, რადგან არ იციან სახელმწიფო ენა.

რამდენმა ადამიანმა მოგმართათ დახმარებისთვის, რათა იუსტიციის სამინისტროში საბუთები შეგედგინათ? გაქვთ თუ არა სტატისტიკა, რა შედეგი მიიღეს მათ?

– ეს არ არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. ეს დასკვნები ჩემი პირადი გამოცდილებიდანაა გაკეთებული. დღემდე დაახლოებით 50 ადამიანმა მომმართა პირადად მე. მათგან დაახლოებით 50%-მა ვერ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ეს ძირითადად 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცები გახლავთ. მოქალაქეობა უმეტესად მოხუც ადამიანებს დაუმტკიცეს.

ძირითადად როგორ ამართლებენ უარს?
– კონკრეტული მტკიცებულება არ აქვთ, ანუ სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელია.

თუ არსებობს მოქალაქეობის მიღების უფრო მარტივი გზები?
– მოქალაქეობის დაბრუნების მარტივი ალტერნეტივა ქართული ენის ცოდნაა. ყველას ვისაც მოქალაქეობა ჩამოართვეს მე ვურჩევ, თავიდან გაერკვნენ დასაბუთებაში. კერძოდ, ისინი მივიდნენ, დაწერეს განცხადება და განცხადების საფუძველზე ჩამოერთვათ მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობა ჩამოერთვათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თუ კი მიიღე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამის საფუძველზე ჩამოგართვეს მოქალაქეობა, აღდგენის შემთხვევაში მოგეთხოვება ქართული ენის გამოცდის ჩაბარება, სადაც ტესტში 200 შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცე. ხოლო თუ კი დაწერე განცხადება და საკუთარი ნებით დატოვე მოქალაქეობა, უნდა უპასუხო 600 შეკითხვას: ქართული ენა, საქართველოს ისტორია და კანონმდებლობის საფუძვლები. ვფიქრობ, იმ ადამიანებისათვის, ვინც არ იცის სახელმწიფო ენა- ეს ძალზედ რთულია. კანონის თანახმად, ერთხელ მიმართვის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უფლება არ გეძლევა მეორედ გააკეთო მიმართვა. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხვდები რის საფუძველზე მოდის უარი ან პირიქით. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც მიმართეს ცოლ-ქმარმა, ცოლმა მიიღო დადებითი პასუხი, ხოლო მაუღლემ უარყოფითი. ის თუ რატომ მოხდა ასე ჩემთვის ამოცანად დარჩა.

რაც შეეხება ბავშვებს, რა უფლებები გააჩნიათ მათ ამ მიმართულებით?
– როდესაც ბავშვი იბადება და სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის მაინც ითვლება საქართველოს მოქალაქედ თუ კი მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ასეთ შემთხვევაში, იქამდე სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდება, 18 წლამდე მას შეუძლია სახელმწიფოს მიმართოს განცხადებით, რათა შეინარჩუნოს მოქალაქეობა.

ქრისტინა მარაბიან