სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კორონავირუსის 26 065 შემთხვევა დაფიქსირდა.

შედარებისთვის, 30 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 25 542 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 523 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

სულ Covid -19-ით სომხეთში 453 ადამიანი გარდაიცვალა (კიდევ 10 შემთხვევა დღე-ღამეში). ხოლო, ეპიდემიის პერიოდში 149 პაციენტი სხვა დაავადებების გამო გარდაიცვალა (მათ შორის 2 გარდაცვლილი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში).

ამ მომენტისთვის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 14 563 მიაღწია, ფაქტობრივ მკურნალობას 10 900 ადამიანი გადის. ქვეყანაში Covid-19-ზე ტესტირება 113 665 ადამიანს ჩაუტარდა.