გუშინ, 27 ივნისს, ახალციხეში, 55 წლის მამაკაცს გველმა უკბინა. თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობაზე მამაკაცი უარს აცხადებს.

ამჟამად მამაკაცი ახალციხის სარეაბილიტაციო ჰოსპიტალში ინყოფება.

“პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თბილისში გადაყვანა სჯობს, რადგან ტოქსიკურ ნივთიერებათა კონტროლი არის საჭირო. აღსანიშნავია,რომ თავად ავადმყოფი თბილისში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ჩვენ შევუთანხმდით კლინიკას, მაგრამ მან ხელმოწერით უარი დაადასტურა”,- განაცხადა კლინიკის ქირურგმა გენადი ხატიძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ იყო რეპტილია შხამიანი.

როგორც 55 წლის მამაკაცი იხსენებს, ის ხელს იბანდა, როდესაც გველმა მას მარცხენა ხელზე უკბინა.

ინფორმაცია Nor.ge