ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ქალებისათვის საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა თემაზე «რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვა».

დღეს, 27 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალბატონებისათვის ორგანიზაცია «თანადგომის» წარმომადგენელმა ქეთევან ჯელიძემ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია «საქართველოს სომეთხა კავშირის» წარმომადგენელმა მარია არაკელოვამ ჩაატარეს საინფორმაციო ტრენინგი თემაზე «ოჯახის დაგეგმვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა». ტრენინგის მიზანი იყო აღნიშნულ თემაში ქალბატონების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

ტრენინგი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და 2021 წლამდე გაგრძელდება. მსგავსი საინფორმაციო ტრენინგები ნინოწმინდასა და ახალციხეშიც ჩატარდა.

«ეს ტრენინგები მერიაში დასაქმებულ ქალბატონთათვის, ქალთა ოთახებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალი წარმომადგენლებისთვისაა, რათა ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია მათ, ხოლო მათ გადასცენ ინფორმაცია ბენეფიციარებს, და ასე გავრცელდეს ქალებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია»,- ამბობს ორგანიზაცია «თანადგომის» წარმომადგენელი ქეთევან ჯელიძე.

პროექტს საერთაშორისო დონორები აფინანსებენ, ის ასევე ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.