საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 898 შემთხვევაა დადასტურებული. ერთი ახალი ფაქტის შესახებ შუადღისას გახდა ცნობილი, ხოლო ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა დილით, მაშასადამე სულ სამი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში.

გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 752-ს შეადგენს. ამჟამად მკურნალობას 132 პაციენტი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2891 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ქვეყანაში PCR მეთოდით კორონავირუსის ტესტირება დაახლოვებით 83,7 ათასმა ადამიანმა გაიარა.