11 სკოლიდან, რომელიც წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იქნება გარემონტებული, 9 სკოლისათვის სარემონტო სამუშაოების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

2 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ექვსი სკოლის სარემონტო სამუშაოების განხორციელების ტენდერი გამოაცხადა. 13 მარტს ოთხი სკოლის სარემონტო სამუშაოებზე კონკურსი იყო გამოცხადებული, თუმცა ერთ-ერთი მათგანი- სოფელ აბულის სკოლაში, სარემონტო სამუშაოების ტენდერი გაუქმდა და ხელმეორედ 2 ივნისს გამოცხდდა.

2 ივნისს გარემონტების ტენდერი შემდეგ სკოლებში გამოცხადდა:

– სოფელი აბული – 167 297 ლარი
– სოფელი ხანდო – 138 977 ლარი
– სოფელი გოგაშენი – 91 741 ლარი
– სოფელი ხავეთი – 109 114 ლარი
– სოფელი არაგვა – 85 769 ლარი
– სოფელი გომანი – 167 297 ლარი

უწინ სოფელ კარწახის სკოლის გარემონტებაზე კონკურსი იყო გამოცხადებული, გამოიყო 189 693 ლარი, ტენდერი მეწარმე ლევონ ქეროპიანმა 176 000 ლარით მოიგო.

კოჩიოს სკოლას მეწარმე ვარდან მკოიანი 43 700 ლარით გაარემონტებს.

სოფელ ბურნაშენის სკოლას კომპანია შპს «მეგობრობა 5» 57 799 ლარით გაარემონტებს.

ამ სკოლებში ძირითადად საპირფარეშოებს ააშენებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 10 სკოლის შენობას გაარემონტებენ

სკოლებში სარემონტო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება უკვე დაიწყო