საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

როგროც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებ, დღეს დადასტურებული სამი კოვიდინფიცირებულად ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა და 663 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.