სამცხე- ჯავახეთში მაისში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 15 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეკოლოგიური კონტროლის დეპარტამენტთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონში – 41 შემთხვევა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 15 ფაქტია გამოვლენილი, იმერეთში – 25, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 31, შიდა ქართლში – 6, ქვემო ქართლში – 13, აჭარაში – 17, გურიაში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმში – 1.

უკანონოდ მოპოვებული სულ 455 კუბამეტრი ხის მასალაა ამოღებული. ამავე პერიოდში, ტყის ჩეხვის ტექნიკური რეგლამენტის 30 დარღვევაა გამოვლენილი და ლიკვიდირებულია ხე-ტყის ჩეხვის 4 არარეგისტრირებული ფაქტი.

აღნიშნული ფაქტები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეცა.