ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს მოსახლეობამ, როგორც სხვა დანარჩენმა, კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხა. თუმცა, მათ ალტერნატიული გზა გამონახეს, სათესი მიწები გაზარდეს, იყიდეს საქონელი და სოფლის კეთილმოწყობა დაიწყეს.

როგორც ხანდოში ამბობენ, იმათაც კი, ვისაც ძროხები არ ჰყავდა ხოლმე, ბოლო პერიოდში ძროხა ან ხბო იყიდეს.

სოფლის მცხოვრების რაფიკ აკოპიანის თქმით, ვინც ადრე 20-25 მეასედს თესავდა, წელს გააორმაგა ნათესი.

«სოფელში არა მარტო კარტოფილისა და მარცვლეულის სათესები გაზარდეს, არამედ მეტი ძროხის შენახვა დაიწყეს»,- ამბობს რაფიკ აკოპიანი.

სოფლის ახალგაზრდობი არ უჩივიან იმას, რომ კორონავირუსის გამო რუსეთსი წასვლა ვერ მოახერხეს.

Xando-2

სოფლის ახალგაზრდები დროს უქმად არ კარგავენ. მათ სოფლის კეთილმოწყობა დაიწყეს, ხეები დარგეს, დაასუფთავეს ზოგიერთ ადგილას დაგროვილი ნაგავი და სოფლის ცენტრში ფანჩატურს აშენებენ.

ხანდოს მცხოვრების სამველ გალოიანის თქმით, ბოლო პერიოდში სოფელში დაახლოებით 100 ხე დაირგა და დასუფთავდა დაგროვილი ნაგავი. სოფელში არ არის საკმარისი ნაგვის ურნა, ამიტომ ზოგიერთ ადგილას ნაგავი გროვდება.

«წელს სოფელში დავრჩით, ამიტომ სახლის საქმეების გარდა გვინდა სოფლისთვისაც გავაკეთოთ რამე კარგი»,- ამბობს სამველ გალოიანი.

Xando-4

სამველ თოროსიანის თქმით, ადრე სოფლის მოსახლეობა დროის გასატარებლად სოფლის ცენტრში, მაღაზიაში იკრიბებოდა. რადგან დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია, ახალგაზრდებმა ფანჩატურის აშენება გადაწყვიტეს.

Xando-1

რაფიკ აკოპიანის თქმით, ფანჩატურის მშენებლობა გრძელდება და სულ მალე დასრულებული იქნება.

ხანდოში ბევრი მამაკაცი ყოველწლიურად საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. წელს ზაფხული სოფელში ხალხმრავალი იქნება, ახალი ფანჩატურითა და ხეებით…