«ქართული ოცნების» ადგილობრივმა პარტიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოთარ ერანოსიანის ნაცვლად ახალი დეპუტატი წარადგინა. ოთარ ერანოსიანის უფლებამოსილება ქვეყანაში არყოფნის გამო შეწყვიტეს. საკრებულოს ახალი დეპუტატი აღვან აბაჯიანი გახდა.

დღეს, 27 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც «ქართული ოცნების» პარტიამ ახალი დეპუტატი აღვან აბაჯიანი წარადგინა. სხდომაზე დეპუტატებმა ახალი დეპუტატის უფლებამოსილება აღიარეს, რომელიც ახალქალაქის სერვისცენტრში მუშაობს.

შესაბამისად «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» ფრაქციის შემადგენლობაშიც მოხდა ცვლილებები, ოთარ ერანოსიანის ნაცვლად ფრაქციის წევრი აღვან აბაჯიანი გახდა. ფრაქციაში ცვლილებების შესახებ თავმჯდომარემ სიფან შიპაქციანმა წარადგინა.

ცვლილებები ასევე მოხდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური საკითხების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიაში, სადაც აღვან აბაჯიანი შევიდა. კომისიის ახალი შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარემ სარქის მელქონიანმა წარადგინა.