ახალქალაქის სილამაზის სალონებში მომსახურების ფასი არ გაუზრდიათ. იქ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყველა რეკომენდაციის დაცვას ცდილობენ, თუმცა უკვე იგრძნობა, რომ ასეთ პირობებში მუშაობა მომგებნიანი არ არის.

საქართველოში საპარიკმახეროებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ორი თვით დაიკეტა, მუშაობა 18 მაისს განაახლეს. თუმცა მათ ჰიგიენის მხრივ უსაფრთხოების ნორმები უნდა გაითვალისწინონ: იმუშავონ პირბადეებში, ბახილებსა და ერთჯერად ხალათებში, მსგავსი მოთხოვნები აქვთ კლიენტების მიმართაც. გარდა ამისა, სილამაზის სალონში შესვლისას უნდა იყოს დეზობარიერები, შიგნით კი კლიენტებისათვის ხელის სადეზინფექციო პრეპარატები. ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია, და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ აისახება ეს სილამაზის სალონების მუშაოებზე და მათი მომსახურების ფასებზე.

ჩვენ ქალაქის სამ სილამაზის სალონში ვიყავით და გავესაუბრეთ სალონების მეპატრონეებს და პარიკმახერებს. სამივე სილამაზის სალონი ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

– ახალქალაქში სილამაზის სალონების მუშაობას აქვს თავისი პიკი და დაცემა. ამ დაწესებულებებისათვის ყველაზე დაკავებული და ხელსაყრელი პერიოდი- ნოებრის ბოლოდან მარტის ბოლომდე- ქორწილების სეზონია. ამ დროს სალონები მუშაობას დილის 4:00 ან 5:00 საათზე იწყებენ და საღამოს ამთავრებენ. ამ სეზონზე ახალქალაქის სილამაზის სალონები მუშაობდნენ, ამიტომ მათ ჯერჯერობით ამის შედეგები აკავებთ.

პირველი სილამაზის სალონი:

«ცხოვრება მაშინვე შეიცვალა, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი ვიყიდეთ: ხელთათმანები, ბახილები, ხალათები. ბევრი კლიენტი არ არის, მათ წინასწარი შეთანხმებით, სათითაოდ ვღებულობთ. შევიძინე სადეზინფექციო ხალიჩა, გადავიხადე 40 ლარი, სადეზინფექციო ხსნარი ვიყიდე, ამ ყველაფრისათვუს ფულია საჭირო. ფასის მომატება ცოტათი მაინც არის საჭირო, მაგრამ ამისათვის ჩვენ ყველა უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ რამდენზე გავზრდით ის. წელს ქორწილების სეზონზე ვიმუშავეთ, თუმცა ბოლო ზარი გამოვტოვეთ. წინ ზაფხულია, როგორმე თავს გავართმევთ, მაგრამ რა იქნება შემოდგომით არ ვიცი, ამას ასევე გათბობა დაემატება. მეორეს მხრივ, ადამიანებსაც არ აქვთ ფული, მათაც გაუჭირდებათ»,- თქვა ერთ-ერთი სალონის სტილისტმა.

ამ სალონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაწყვიტა, რომ თუ ასე გაგრძელდება ის სახლში დარჩება, ასე ზარალით მუშაობაზე უკეთესი იქნება.

-მეორე პიკი ბოლო ზარია, სკოლადამთავრებულების საოჯახო შეკრებების, ასევე გამოსაშვები საღამოს დღეებში სალონები ორმაგი დატვირთვით იწყებენ მუშაობას. ახალქალაქის სილამაზის სალონებს, ბოლო ზართან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაუქმების გამო, ამ სეზონზე არ უმუშავიათ.

მეორე საპარიკმახერო:

«15 ლარები შევაგროვეთ ხალთათმანების, ბახილებისა და პირბადეების საყიდლად, მაგრამ ეს თანხა უკვე იწურება. ჯერ ახლა დავიწყეთ მუშაობა და ვერაფერს ვერ ვიტყვი. კლიენტი ცოტაა, ჯერჯერობით მხოლოდ მუდმივი მომხმარებლები მოდიან. ყველამ უნდა გაზარდოს ფასი, თორემ ვინც სახლში მუშაობს, მათ შეიძლება არ გაზარდონ, არ ვიცი ისინი როგორ დაიცავენ სადეზინფექციო პროცესებს»,- ამბობს სტილისტი.

-ზაფხული სილამაზის სალონებისთვის მკვდარი სეზონია. ისინი ზაფხულში თანამშრომლების ნაწილს ათავისუფლებენ ან მონაცვლეობით ამუშავებენ.

მესამე სილამაზის სალონი ჩვენი ვიზიტის დროს ცარიელი იყო და სტილისტები ჩიოდნენ, რომ მხოლოდ ორი მომხმარებელი ჰყავდათ და დღე უკვე მთავრდებოდა.

«ერთჯერადი ხალათების და ბახილების ფასი ყოველ დღე იზრდება. ეს ხალათები უხარისხოა, თმას იკრავს. ჩვენ ალბათ უბრალო თეთრ ხალათებს შევიძენთ და ყოველ დღე გავრეცხავთ. ასე უფრო მოხერხებული და ეკონომიურიც იქნება. არ ვიცი როგორ გადავიტანთ ამას. თუკი ფასები ყველაფერზე მოიმატებს, ფასების გაზრდაზე ჩვენც უნდა ვიფიქროთ ნამდვილად. ერთი წლის განმავლობაში არ იქნება საქორწილო დღესასწაულები, ყველაზე მეტ თანხას კი საქორწილო პერიოდში ვმუშაობდით»,- თქვეს სალონში.

ყველა სტილისტი უჩიოდა დამატებითი დამცავი ატრიბუტების სიძვირეს და მათ უხარისხობას. ერთ-ერთ სილამაზის სალონში თქვეს, რომ ცხელი ფენი ხალათებს წვავს. ერთი ერთჯერადი ხალათი კი 4-დან 5 ლარამდე ღირს. პარიკმახერებმა არ იციან რა გააკეთონ და რამდენად გაზარდონ მომსახურების ფასი, რათა ხელსაყრელი იყოს მომხმარებლებისათვის და პარიკმახერებისთვის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი ნაზელი დემურჩიანი ამბობს, რომ მათ არ ავალდებულებენ სილამაზის სალონების შემოწმებას, მაგრამ ისისნი მუდმივ კონტაქტში არიან.

«ჩვენ რეკომენდაციები თბილისიდან მივიღეთ. ეს რეკომენდაციები გადავეცით ყველას, ვინც იკითხა. მერიამ კონტროლისათვის ოფიციალურად უნდა მოგვმართოს. ეს ახლა ჩვენს ფუნქციაში არ შედის, რადგან ეს კერძო ბიზნესია, მათ თვითონ უნდა იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ყველას ვაძლევთ რეკომენდაციებს, ხალხი კონსულტაციისთვის გვირეკავს»,- ამბობს ექიმი ეპიდემიოლოგი ნაზელი დემურჩიანი.

ეპიდემიოლოგის თქმით, მათ ბევრი ურეკავს. სილამაზის სალონებში, ნორმების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ჯარიმა 15 000 ლარს შეადგენს.