დღეს საღამოს, 7 იანვარს დარბინიანისა და ნალბანდიანის ქუჩების გზაჯვარედინზე ავტომანქანა საშუალო ასაკის ქალს დაეჯახა. საავადმყოფოში გადაყვანის დროს ქალი ჯერ კიდევ გონზე იყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ეს მუხლი ითვალისწინებს დამნაშავის დაჯარიმებას ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ქალბატონის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა შესაძლებელია გადაიყვანონ თბილისში დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარების მიზნით.