ძეგლების ექსპერტის ჰამლეტ პეტროსიანის წინასწარი შეფასებით, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბალხოში ნაპოვნი ხაჩქარი შეიძლება XIX საუკუნის საფლავის ქვის ფრაგმენტის ნაწილი იყოს. თუმცა, ზუსტი შეფასებისათვის საფუძვლიანი კვლევის ჩატარებაა აუცილებელი.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საფლავის ქვა XIX საუკუნისაა. ეს ფრაგმენტი ძალიან ჰგავს აკვანისებრი ფორმის საფლავის ქვას, ხაჩქარი შესრულებულია ხაზების შემთხვევითობის სტილში, რომელიც მე-19 საუკუნის ნიმუშებისათვის არის დამახასიათებელი“,- Jnews-თან საუბარში ასე დაახასიათა ხაჩქარი ძეგლების ექსპერტმა ჰამლეტ პეტროსიანმა.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბალხოში იყო ნაპოვნი ხაჩქარი. ის ორმა 14 წლის გოგონამ აღმოაჩინა. გოგონებმა აღმოჩენილი ხაჩქარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს მშობლებს, რის შემდეგაც მშობლებმა ხაჩქარი დიდი სიფრთხილით ამოთხარეს მიწიდან.

“ხაჩქარი სრულიად შემთხვევით ორმა 14 წლის გოგონამ აღმოაჩინა. აღმოჩენის შესახებ მათ მშობლებს აცნობეს, რომლებმაც ხაჩქარი მიწისქვეშიდან ამოთხარეს. მათი აზრით, ეს მთლიანი ხაჩქარი არ არის,”- Jnews-თან საუბარში თქვა სოფელი ბალხოს მცხოვრებმა.

ეს აღმოჩენა ჩვეულებრივი ქვა არ არის, ის მომრგვალებული ფორმის ხაჩქარია, რომელზეც ჯვარია გამოსახულია.

19 მაისს, დილითვე, სოფელი ბალხოს მოსახლეობა ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის ხელმძღვანელთან (არქმინადრიტი) ტერ მაგაკია ამირანიანთან ერთად ხაჩქარი სოფელი ბალხოს სურბ არუთიუნის ტაძრის ეზოში გადაიტანეს.

ჯავახეთის სოფელ ბალხოში ხაჩქარია ნაპოვნი (Video)

ბალხოში ნაპოვნი ხაჩქარი სოფლის ტაძრის ეზოში გადაიტანეს

ხაჩქარ – სომხური არქიტექტურული ძეგლების სახეობა და სიწმინდეა, ეს არის ქვის ფილა ჯვრის სხვადასხვა გამოსახულებით. სიტყვა “ხაჩქარ” წარმოიქმნა სომხური სიტყვებიდან “ხაჩ”-ჯვარი, და “ქარ”-ქვა. ძირითადად ხაჩქარი ვულკანური ბაზალტის ან ტუფისგან კეთდება. “ქვაჯვარის” ქვედა ნაწილში გამოსახულია მზის სიმბოლო (მარადისობა), რომლის ცენტრშიც გამოსახულია ჯვარი, როგორც ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლო. ხაჩქარი შემოსაზღვრულია ხუთი მაქმანისებრი ნახშით ან ყურძნისა და ფოთლების გამოსახულებით, რაც ქრისტეს აღდგომის სიმბოლიკას ატარებს.

ხაჩქარი საფლავის ქვის ძეგლია და რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის საპატივცემოდ იქმნებოდა, მაგალითად ბრძოლაში გამარჯვება, ტაძრების, მონასტრების და წყალსაცავების მშენებლობა. მათ წმინდა ადგილებში, სასაფლაოებზე, გზის ნაპირზე, ასევე მაღლობებსა და კლდეებზე ათავსებდნენ. ზოგან, მაგალითად, ქვის უნიკალურ მონასტერში- გეღარდში, ხაჩქარები მოთავსებულია კედლებზე. ხაჩქარი ითვლება წმინდა ქვად, ხოლო ადგილები, სადაც ისინი არის მოთავსებული სიწმინდეა. “ქვაჯვარების” დიდი რაოდენობა მე-12-13 საუკუნეების განმავლობაში აშენდა. ყველა დროის დიდებული ოსტატები, მომიკ და პოღოსი ზუსტად ამ პერიოდში აშენებდნენ უნიკალურ შედევრებს- ხაჩქარებს.