ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდირება მუნიციპალურ დაწესებულებებში 2972232 ლარით ხდება. ზოგიერთი დაწესებულების სუბსიდირება 100 %-ით, ზოგიერთისა კი ნაკლებით ხდება. შედარებით, ყველაზე ნაკლები შემოსავლებით სუბსიდირება სამუსიკო სკოლაზე ხდება. ის საერთო ხარჯების 86% შეადგენს.

ყველაზე მეტი სუბსიდია ხდება მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში1582217 ლარი. აქ 100 %-ანი სუბსიდირება ხდება მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა (7-8 წელი). საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შედის 12 სკოლამდელი დაწესებულება, 3 მათგანი ალტერნატიულია, აღნიშნულ დაწესებულებებში აუცილებელ სკოლამდელ განათლებას დაახლოებით 1000 ბავშვი ღებულობს.

100 %-იან სუბსიდირებას 205000 ლარის ოდენობით ღებულობენ სპორტკომპლექსი და სპორტული სკოლა №31, სადაც სპორტული წრეები ბავშვების ფიზიკური განვითარებისათვის არის უფასო. ეს დაწესებულებები წვრთნიან არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩემპიონებს.

ახალქალაქის სპორტულ სკოლაში მოქმედებს კარატე კიოკუშინკაის, კრივის და კიკბოქსინგის სპორტული სექციები. კომპლექსში ასევე მოქმედებს ჭიდაობის სექცია სოფელ მერენიაში და სოფელ არაგვას სათხილამურო სკოლა. სპორტკომპლექსი 400 ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნავს.

№31 სპორტულ სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობის 6 სექცია მოქმედებს, 11 ჯგუფში სპორტის ამ სახეობებით 195 ბავშვია დაკავებული.

202000 ლარს ღებულობს საცურაო აუზი, ეს საერთო ხარჯების დაახლოებით 96 %-ს შეადგენს. სხვადასხვა სეზონზე აუზის მომხმარებელთა რაოდენობა განსხვავებულია. ყველაზე აქტიურ სეზონზე აუზში 100-150 ადამიანი დადის. ცურვაზე სიარული 7 წლიდან არის დაშვებული. ბავშვებისა და უფროსების აუზი სხვდასხვაა. თვიური აბონიმენტი 7-13 ბავშვებისათვის 10 ლარს შეადგენს, 14-18 წლამდე მოზარდებისათვის 20 ლარია, ხოლო 18-დან ზემოდ ასაკის მსურველთათვის გადასახადი 40 ლარს შეადგენს.

სამუსიკო სკოლა, სადაც მუსიკალურ განათლებას 167 ბავშვი ღებულობს, გახლავთ დაწესებულება, რომელსაც საკუთარი შემოსავალი ყველაზე მეტი აქვს და საკუთარი ხარჯების 14%-ს ფარავს. სკოლა ღებულობს125000 ლარის სუბსიდიას. სამუსიკო სკოლაში სწავლა წელიწადში 120 ლარი ღირს. სკოლა სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების ლაურეატებს ამზადებს .

100 000 ლარის სუბსიდიას ღებულობს საკლუბო გაერთიანება (159000 ლარი, დაახლოებით 96 %) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (165000 ლარი, 100%).

დანარჩენ დაწესებულებებს გააჩნიათ ნაკლები ხარჯები და შესაბამისად ღებულობენ ნაკლებ სუბსიდიებს.