საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსის 7 შემთხვევა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 589-ს მიაღწია.

ახალ შემთხვევებთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტების გამოჯანმრთელების რიცხვიც იზრდება, დღეის მდგომარეობით, მათი რიცხვი 215-ია.

დღეის მონაცემებით კორონავირუსისგან გარდაიცვალა რვა ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 5 260 ადამიანია, ხოლო სტაციონარულ ზედამხედველობაში 553.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გამოცხადდა. ასევე გრძელდება კომენდანტის საათი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მოქმედებს. საქართველოში კორონავირუსის დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.