Armenian      Russian

ახალქალაქის სოფლებში, ჯერ კიდევ შეხვდებით საბჭოთა მემკვიდრეობას: სხვადასხვა წარწერებს, სიმბოლოებს, ძველი საწარმოების ნანგრევებს.

DSC_0104

ჟანგის, ხვრელებისა და სიძველის მიუხედავად, თავისუფლების მოედანზე ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა ეპოქის დროინდელი აბრა, ლენინის ქუჩის სახელწოდებით. უფროსი თაობა ტკბილად იხსენებს საბჭოთა პერიოდს – გემრიელ პურს, მაღალ ხელფასებს, ნათელ პერსპექტივებს, რამაც, მხოლოდ მტკივნეული კვალი დატოვა მათ მეხსიერებაში.

IMG_4465

შეგვიძლია გავიხსენოთ ახალქალაქის ყველის საწარმო. აქ მუშაობდა 100-150 ადამიანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფო დაწესებულება სააქციო პროდუქტად იქცა, ხოლო აქციები ​თანამშრომლებზე განაწილდა. რა თქმა უნდა, აქციების უმეტესობა მმართველ პირებს გადაეცა. შემდეგ, საწარმოს ტერიტორია კერძო მეწარმემ იყიდა, დღეს კი, ის გაზის მომარაგების კომპანიად გადაიქცა.

DSC_0071

Maslozavod

ქარხანა საკმაოდ პოპულარული იყო. მას ჰქონდა ფილიალები, როგორც სოფელ სულდაში, ბეჟანოში, ასევე კოთელაში. ქარხანაში დამზადებული პროდუქცია სამომხმარებლო არ იყო, შესაბამისად, მისი ადგილობრივ მაღაზიებში ნახვა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მთელი პროდუქცია თბილისში და რუსეთში იგზავნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოება მიმდინარეობდა შვეიცარული მეთოდებით. მსგავსი ყველი დაახლოებით 80 კგ-ს იწონიდა.

მატყლის და ხორცის საწყობი

IMG_4493

ამ კომპანიის თანამშრომლები ახალქალაქის, მთელი რაიონის ხორცსა და მატყლს აგროვებდნენ და ცენტრალიზებული სისტემის გამო, თბილისში გზავნიდნენ.

Cementni zavod

IMG_1897 (1)

ახალქალაქის რკინა-ბეტონის საწარმო და ადმინისტრაციული შენობა.

აქ, დაახლოებით 80 კაცი მუშაობდა. შენობის უკან კიდევ ერთი, იმ დროისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი დაწესებულება მდებარეობდა, სადაც ახალქალაქის კოლექტიური და სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყრიდა თავს. სამწუხაროდ დღეს, მისი არსებობის არავითარი ნიშანი აღარ ჩანს. ამ შენობაში არა მარტო ტრაქტორების ნაირსახეობასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა ტექნიკას ნახავდით, არამედ ინახებოდა სათადარიგო ნაწილები, იქვე მიმდინარეობდა ტექნიკის შეკეთება. ასეთი დაწესებულება სოფელ ბარალეთში იყო.

Myaso-kombinat

აქაურობა ასევე, ცნობილი იყო, როგორც საქართველოს ხორცით მომმარაგებელი რეგიონი. ხორცის ქარხანაში დაახლოებით 20-30 ადამიანი მუშაობდა.

მანქანების საწარმო. მის ნაცვლად შენდება დიდი შენობა, რომლის ფუნქცია, ჯერჯერობით უცნობია. აქ ინახავდნენ და არემონტებდნენ სახელმწიფოს კუთვნილ სატვირთო და სამგზავრო მანქანებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეს ყველაზე საინტერესო ადგილი იყო ბავშვებისთვის: კარუსელები, საქანელები, მანქანები…

ამ ახალი შენობის ადგილას ახალქალაქში, მარცვლეულის სადისტრიბუციო ცენტრი იდგა, სადაც რაიონის სხვადასხვა წერტილიდან​ ტონობით მარცვლეული ჩამოჰქონდათ, შემდგომ კი, თბილისში გზავნიდნენ.

DSC_0111

კერძო ორსართულიანი სახლები ქალაქის ცენტრში, რომლებიც ადრე საყოფაცხოვრებო მართვის სამსახურს ეკუთვნოდა. ამ სახლებში განთავსებული იყო სამკერვალო სალონები და ფოტოსტუდიები, ფეხსაცმლის და საათების შეკეთების სახელოსნოები, თმის სალონები (ე.წ საპარიკმახერო), ყველაფერი ის, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

Zakodzerno

ქალაქის ცენტრში მდგარი ეს უზარმაზარი შენობა ახალქალაქის კულტურის ცენტრია. შენობა კვლავ ინარჩუნებს ბნელი 90-იანების პოსტსაბჭოთა ეპოქის საბრძოლო ტექნიკის კვალს. ეს შენობა აშენდა კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მანამდე აქ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოფილა, მაგრამ კომუნისტების განკარგულებით ეკლესია დაანგრიეს. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქში ლეგენდა არსებობს. თურმე, როცა რუსულ ეკლესიას ანგრევდნენ, კაცი დაიღუპა, ხოლო, როცა კულტურის სახლს უყრიდნენ საფუძველს, გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. ცენტრს სრულყოფილად არასდროს უმუშავია. მიზეზი არქიტექტორების შეცდომაშია. არასწორი დაპროექტების შედეგად შენობა გამოუსადეგარი აღმოჩნდა ახალქალაქის ცივ პირობებში.

DSC_0118

საბჭოთა პერიოდში ახალქალაქში 5 საბავშვო ბაღი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა და დღეს, ის მოქმედია, როგორც მონასტერი. რაც შეეხება მეორე მოქმედ შენობას, იქ, სასამართლო განთავსდა.

DSC_0085

Sud

ახალქალაქის კინოთეატრის დარბაზი, უფრო დიდ ხანს შენარჩუნდა, ვიდრე, საბჭოთა პერიოდის სხვა დაწესებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს, კერძო საკუთრებაშია, ახალმა მფლობელებმა, რამდენჯერმე სცადეს ფილმების ჩვენება. ფილმების მოძველებულმა კოლექციამ და შენობის სიცივემ ვერ მაყურებელი ვერ მიიზიდა. შემდგომში კინოთეატრი ქორწინების დარბაზად გადაკეთდა.

16176965_576731592520182_457054984_n

ეს შენობა საბჭოთა კავშირის პერიოდის დასაწყისში სამხედრო კომისარიატს წარმოადგენდა, ხოლო დასასრულისკენ სოციალური დაცვის ცენტრად გადაკეთდა. სოციალისტური სიმბოლიზმი შენარჩუნდა არა მხოლოდ უფროსი თაობის მეხსიერებაში, არამედ ქალაქშიც და ბევრ სოფელშიც. ასე მაგალითად, ხულგუმოსა და კულიკამის ეკლესიებში გვხვდება საბჭოთა პერიოდში დანომრილი სკამები.
KPSS
შენიშვნა დაიწერა სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის შენობაზე. ადმინისტრაციული შენობა, სოფელ კოჩიოში.