კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლა კვლავ აკრძალულია. სასაფლაოების გზებს პოლიცია აკონტროლებს. შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდულია საქართველოს მასშტაბით.შესაბამისად, სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შსს მოუწოდებს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში, აუცილებელი საჭიროების გარეშე თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ სხვის ჯანმრთელობას”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასაფლაოებზე გასვლა დაშვებულია მხოლოდ გარდაცვლილთა დასაკრძალად. აღნიშნული აკრძალვები 27 აპრილს დაწესდა, თუმცა, შეზღუდვები დღემდე არ გაუქმებულა და გაურკვეველი ვადით გრძელდება. მთავრობის დადგენილებაში არ არის საუბარი იმაზე, თუ ეს აკრძალვები, როდემდე იქნება ძალაში, არც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, როდის არის მოსალოდნელი დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.