დღეს, 24 აპრილს ახალქალაქის სურბ ხაჩ ტაძარში წმინდა ლიტურგია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, შემდეგ ზარები დაირეკა. სომეხთა გენოციდის 105 წლისთავი კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩატარდა.

6

2

მიუხედავად იმისა, რომ ოსმალთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის 105 წლისთავის ყველა ღონისძიება წელს შეზღუდული იყო, ახალქალაქში სურბ ხაჩ ტაძრის ეზოში შეიკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობა, სომხური ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი და უბრალოდ მოქალაქეები. ხალხი, ყვავილებით ხელში, სოციალური დისტანციის დაცვით იდგა. დისტანციის დაცვას პოლიციელები აკონტროლებდნენ.

3

1

4

წმინდა ლიტურგიის შემდეგ სამრეკლოს ზარები დაირეკა. სურბ ხაჩის ტაძრის ეზოში სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ხელმძღვანელმა, ნეტარ არქიმანდრიტ ტერ მაგაკია ამირიანმა ლოცვის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

«ისინი ფიქრიბდნენ, რომ გენოციდის მოწყობით, მასიური განადგურების მცდელობით, მოხუცების, ბავშვების, ქალების შეუბრალებლობით, მოახერხებდნენ დედამიწიდან პატარა ერის გაქრობას, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ჩვენ, სომხები მთელ მსოფლიოში გავიფანტეთ, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან ბრძოლას მსოფლიოს ყველა კუთხეში, სამშობლოშიც, ჯავახეთშიც, დიასპორაშიც, ყველგან, სადაც არიან სომხები. მე მინდა ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო ქვეყნებს, რომლებმაც გაბედეს და სიმართლეს ჩახედეს თვალებში და აღიარეს სომეხთა გენოციდი»,- თქვა ტერ მაგაკია ამირიანმა.