კარატეს საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრებზე КАТА ვერსიის W.K.F.-ს წესებში ახალქალაქიდან 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, ხუთივემ საპრიზო ადგილი დაიკავა

აღნიშნული შეჯიბრი W.K.F.-ს (კარატეს მსოფლიო ფედერაცია) ეგიდით გაიმართა და იყო ორგანიზებული საქართველოს კარატე-დო ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტული და ოლიმპიური კომიტეტის მიერ და «ონლაინ» ვერსიით რეგიონში პირველად ჩატარდა. სპორტსმენების ტურნირზე რეგისტრაცია 5-დან 20 აპრილამდე მიმდინარეობდა.

შეჯიბრში მონაწილეობა 15 ქვეყნიდან 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. 20 აპრილის შემდეგ შემფასებელი კომისია შედეგებს განიხილავდა. ახალქალაქიდან ხუთივე სპორტსმენმა საპრიზო ადგილები დაიკავა.

პირველი დამსახურებული ადგილი აქსანა ავეტიანმა (kata female kadet) დაიკავა. მეორე ადგილი დაიმსახურა კიმა ნორსოიანმა (kata female kadet). მესამე ადგილზე გავიდნენ დავით სესაძე (kata male +16 у), არტიომ ავაკიანი (kata male +16 y) და რაფაელ დარბინიანი (kata male Veteran 46-55 y).