საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

​ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 420 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამათგან 107 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთის ჩამოიყვანეს.

5 223 ადამიანი კარანტინში რჩება, 584 პაციენტი კი სტაციონალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.