სომხეთის მოქალაქეებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული ემირატებში ჩარჩნენ, სამშობლოში დაბრუნებაში საქართველოს მთავრობა დაეხმარება, – ამის შესახებ სომხური მედია, საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც სომხური მედია წერს, კომპანია Fly Dubai საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმავს დუბაი – თბილისი რეისის განხორციელებას. სომხეთის საელჩოს შუამავლობით, იმავე რეისით გადმოიყვანენ სომხეთის მოქალაქეებსაც.

რეისი შესრულდება 21 აპრილს.

სომხეთის მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში ავტობუსებით გადაიყვანენ.