Armenian      Russian

15 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

პრეზიდენტებმა ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები.

ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მზაობის მნიშვნელობა. პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, კორონავირუსის პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადების საკითხები, საჭიროებები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზები.

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად გაუმკლავდებიან პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას და მის შედეგებს, ხოლო მომავალში შეძლებენ, ყველა პოტენციალი მიმართონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ, ეკონომიკის აღდგენისკენ, რათა ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა იქნეს უზრუნველყოფილი.

როგორც სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სურსათის უვლებლობის საკითხი კვლავაც აქტუალურია, განსაკუთრებით ჩვენს მდგომარეობაში. ამ კონტექტსში, პრეზიდენტებმა ისაუბრეს ამ და უსაფრთხოების მთელ რიგ სხვა საკითხებზე.