დღეს, 21 დეკემბერს 14:30-ზე ახალქალაქის სპორტკომპლექსში გაიმართება ღია პირველობა კარატეში WKF.

ტურნირში მონაწილეობისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150 სპორტსმენი ჩამოვიდა.

ჩემპიონატის გახსნა ცეკვითა და სიმღერით აღნიშნეს. ბავშვებმა სხვადასხვა საცეკვაო ნომერი წარადგინეს.

გახსნას ესწრებოდნენ კარატეს ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა მოუხადა მადლობა ტრენერს და სპორტსმენებს კარგი შედეგებისათვის როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

კახა ბასილიამ მადლობის სიგელი გადასცა რაფაელ დარბინიანს რეგიონში კარატეს განვითარებისათვის .

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფედერაციის პრეზიდენტს და ყველა ტრენერს გადასცეს სერტიფიკატები.

საცეკვაო ნომრებისა და გამოსვლების შემდეგ კარატეს შეჯიბრი დაიწყო .

კარატეს შეჯიბრი WKF პირველად 2020 წელს ტოკიოში გაიმართება.