საქართველოში კორონავირუსის კიდევ ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​266 დადასტურებული შემთხვევიდან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.