ახალქალაქში საქველმოქმედო ღონისძიებების აქცია, რომელიც მიმართულია კორონავირუსის და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, უფრო ფართოვდება. აქციის ფარგლებში გაჭირვებულებს პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები უკვე 6-მა მეწარმემ დაურიგა. ერთ-ერთი მეწარმე 50 გაჭირვებული ადამიანისათვის ფულადი დახმარების გაწევას აპირებს, ხოლო ქალაქის ერთ-ერთ საცხობში დღეს პური უფასოდ დარიგდა.

დღეს აქციას შეუერთდნენ ახალგაზრდა მეწარმე ვალოდია ავეტისიანი და საცხობის მფლობელი კახა ზედგინიძე.

კახა ზედგინიძემ გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მისი მეგობარი ეწევა ქველმოემდებას, თვითონაც გადაწყვიტა მიიღოს გამოწვევა და აქციას შეუერთდეს. დღეს, 12 აპრილს ის უფასოდ არიგებდა პურს. მისი საცხობი ქალაქ ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩის 88 ნომერში მდებარეობს.

akcia_kaxa

სამშენებლო მასალის მაღაზიის მფლობელი ვალოდია ავეტისინიც შეუერთდა აქციას. ის აპირებს 50 გაჭირვებულ ადამიან თუ ოჯახს 20 ლარის ოდენობის დახმარება დაურიგოს. ის თვითონ დაურიგებს ხალხს დახმარებას. 50 ოჯახის შესარჩევად მან მერიას მიმართა, რათა მათ გაჭირვებულების სია მიაწოდონ.

akcia_stroy_dom

11 აპრილს დახმარება გაწია მეწარმე ნორიკ ირიციანმა, რომელიც ახალქალაქში საყოფაცხოვრებო მაღაზიის მფლობელია. ნორიკ ირიციანმა ჰიგიენური საშუალებების 35 პარკი მოამზადა. ეს პარკები სოფელ ჩუჩხაში, პტენაში, დილისკაში და კუმურდოში ამ სოფლების მერის წარმომადგენლებისა და მოხალისეების დახმარებით დარიგდა.

ognutyun

მაღაზია «ვლადმა» მოამზადა პირველადი მოხმარების პროდუქტების 30 პარკი და სოფელ ხანდოში, არაგვაში და სულდაში დაარიგა. აქცია ასევე იმ მოხალისეების დახმარებით განხორციელდა, რომლებიც გაჭირვებულების დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი. პროგრამა სპეციალურად კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, პანდემიის დაზარალებულთა მხარდასაჭერად არის ორგანიზებული.

ognutyun1

იმავე დღეს, 11 აპრილს 150 გაჭირვებულ ოჯახს დახმარება მეწარმე გევორგ აკოპიანმა გაუწია. პარკებში 30 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების პროდუქტი იყო. გაჭირვებულების სია მას ისევ მერიამ მიაწოდა და დახმარების დარიგება მეწარმემ ოჯახთან ერთად განახორციელა.

11
ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ახალქალაქის ზოგიერთმა ბიზნეს-ობიექტმა დაიწყო მუნიციპალიტეტის გაჭირვებულების დახმარება. პირველ ეტაპზე, 3 აპრილს შეუერთდა ორი ბიზნეს-ობიექტი: მაღაზია «ორანჯი», ბიზნესმენი რუბენ გალსტიანის სახით და შპს «ვან»-ი, რომელიც ვანიკას საბითუმო მაღაზიის სახელითაა ცნობილია. მაღაზიებმა პირველადი მოხმარების პროდუქტების 50 პარკი მოამზადეს. მოხალისეები, ვინც შექმნილ ვითარებაში გაჭირვებულებს ეხმარებიან, 3 ჯგუფში 2-2 ადამიანად გაიყვნენ და მერიის ავტომანქანებით ადრესატებს პროდუქტები დაურიგეს. დაახლოებით 30 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების პროდუქტები იმ 100 ოჯახს დაურიგდა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს სიაში არიან შეტანილი.

ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება და ბიზნესმენები გაჭირვებულებს ეხმარებიან

8 აპრილს 30 გაჭირვებულ ოჯახს და ახალქალაქის მაცხოვრებლებს 25 კგ-იანი ფქვილის ტომრები არტურ ფიდანიანმა დაურიგა. დარიგების პროცესში მას ეხმარებოდნენ მოხალისეები, გაჭირვებულთა სია ახალქალაქის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურმა მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველების სიიდან გადასცა.

ახალქალაქში, ხელმოკლე ოჯახების დახმარების აქცია გრძელდება