თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში სატვირთოს ორი მძღოლი მკურნალობს, რომლებსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდათ.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და “შესაძლოა, ისინი მალე გამოჯანმრთელდნენ”.

“მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ისინი უკვე 9-10 დღეს მკურნალობენ. 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება დაავადების მკვეთრი პროგრესირება, მაშინ, ასეთი პაციენტების მდგომარეობა, როგორც წესი სტაბილური ხდება და გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ადრე იწყება. ეს ორი პაციენტი ამ დროისთვის ასეთ მდგომარეობაში არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.