ახალქალაქის ცენტრში, მაშტოცის მოედანი დღეს გადაიკეტა, რათა საახალწლოდ მოირთვას. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მოედნის ცენტრში დაიდგმება და ამ მიზეზით ავტომანქანების გადააგილებისათვის განკუთვნული გზა 15 იანვრამდე გადაიკეტება, იქამდე სანამ არ დაიშლება საახალწლო ნაძვის ხე.

დღეს დილიდან ჯავახიშვილი-თავისუფლების გზაჯვარედინზე მაშტოცის მოედანი პოლიციის მიერ იქნა შემოღობილი. შემოღობილ ნაწილში ქალაქის ცენტრის მორთვა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, მოედანი ავტომანქანების მოძრაობისათვის 2020 წლის 15 იანვრამდე გადაკეტილი იქნება.

ქალაქის საახალწლო დეკორაციებით დაკავებულია შპს “გეოპროფი”, რომელმაც აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი მოიგო. Jnews-თან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა, გურამ გიგილაშვილმა სთქვა, რომქალაქის მორთვას 20 დეკემბერს დაიწყებენ. ნაძვის ხეს 2020 წლის 15 იანვარს დაშლიან.

მანქანების გადაადგილება თავისუფლება-ჩარენცის გზაჯვარედინზე იქნება შესაძლებელი.