ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისობასთან დაკავშირებით 6 აპრილს სულ 33 კომპანია შემოწმდა და შესაბამის მოთხოვნებს 6 ვერ აკმაყოფილებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, შემოწმებული 33 კომპანიიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების რაოდენობა შეადგენს 15-ს, საიდანაც რეკომენდაციებთან შესაბამისობა დააკმაყოფილა 9 კომპანიამ. ამასთან, სხვა დაშვებული საქმიანობებიდან გადამოწმდა სულ 18 კომპანია, საიდანაც შესაბამის მოთხოვნებს 11 აკმაყოფილებს.

ცნობისთვის, 6 აპრილიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით საწარმოების შემოწმების პროცესი დაიწყო.