ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალურ პაკეტში 2 ახალი პროგრამა განიხილება: ერთი ოჯახიდან სამ წარდგენილ სტუდენტთაგან, სწავლის საფასურის არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობის დაფარვა, მინიმუმ ერთ სტუდენტს შეეხება, რაც საფასურის 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს; მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სტაციონარული მკურნალობის 30 %-ს, თუმცა დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს და ეს იმ შემთხვევებს შეეხება, როდესაც მკურნალობის საფასური 5000 ლარზე მეტია.

ოჯახებს, სადაც სამი ან მეტი სტუდენტია, შეუძლათ შეიტანონ განაცხადი, რათა მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი სტუდენტის სწავლის საფასური ნაწილობრივ დაფაროს, მაგრამ ბოუჯეტი 1000 ლარისა და 50%-ზე მეტ თანხას არ დაფარავს.

წინათ ასეთი პრივილეგიებით ობოლი სტუდენტები სარგებლობდნენ და ასევე ის ოჯახები, სადაც ოთხი ან მეტი ბავშვი იყო. ამას გარდა, პროგრამა ეხებოდა იმათ, ვისაც ოჯახში 23 წლამდე ასაკის სტუდენტი ჰყავდათ, ისევე როგორც სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები.

2019 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 60 სტუდენტი სარგებლობდა დახმარების პროგრამით, რაზეც გამოიყო 52 000 ლარი.

2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების სიახლეს ეკუთვნის 30%-იანი სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება, თუმცაღა მკურნალობის თანხა უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს საიდანაც ავადმყოფს 2000 ლარი დაეფარება.

სოციალურმა მომსახურებამ 2019 წელს 9 პროექტი განახორციელა. ამასთან დაკავშირებით 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე (ჩათვლით) ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯული იყო 421 329,79 ლარი. აღნიშნული პროგრამებით 1 053 ადამიანმა ისარგებლა. დაწვრილებით ამ პროგრამების შესახებ

სოციალურმა სამსახურმა, რომელიც 2018 წელს ახალქალაქის მერიაში მოქმედებდა, ასევე განახორციელა 9 პროექტი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის იყო გამოყოფილი 524 085,05 ლარი. ჯამში პროგრამით 3 152 ადამიანმა ისარგებლა. დაწვრილებით ამ პროგრამების შესახებ….