საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​170 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330.