ახალქალაქის საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი ატარებს უფასო გამოკვლევებს ტუბერკულიოზზე, შიდსსა და C ჰეპატიტზე. ადამიანებს, რომლბსაც აღნიშნული დაავადებები აღმოაჩნდება, მკურნალობას გაივლიან უფასოდ.

ახალქალაქის საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს 18 წლის ასაკიდან უტარებს. კონფიდენციალურობა დაცულია. მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრს. გამოკვლევა ტარდება დატესტვის საშუალებით. საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი შეამოწმებს 1700 ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა შეზღუდულია.

საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მათ უკვე ჩაატარეს გამოკვლევა რამდენიმე საბავშვო ბაღში და სკოლაში. დანარჩენ მსურველებს გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ საყოველთაო ჯანდაცის ცენტრში.