მე-2 და მე-3 ეტაპთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ვაჩიანი-ოკამის გზის ასფალტირების მე-4 ეტაპს პარალელურად იწყებს. დაგეგმილია 1700მ გზის მოპირკეთება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ვაჩიანი-ოკამი გზის ასფალტირების სამუშაოებზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. ტენდერი 31 მარტს გამოცხადდა. გამოყოფილია 1 574 360 ლარი.

17 მარტს გამოცხადებული იყო ვაჩიანი-ოკამი გზის ასფალტირების მე-2 და მე-3 ეტაპის სამუშაოების ტენდერი. ტენდერი უკვე შედგა, კონკურსი შპს «საგზაო-სამშენებლო მომსახურება №2»-მა 1 578 000 ლარით მოიგო. თავდაპირველი თანხა 1 695 932 ლარს შეადგენდა. ამჟამად აღნიშნული პროექტის დოკუმენტების შედგენის პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 95 %-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო დანარჩენ 5%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს