მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა ავტომობილი, რომელთაც ტექდათვალიერების გავლა საგანგებო მდგომარეობის დაწესებამდე ვერ მოასწრეს, მისი დასრულების შემდეგ – 60 დღის განმავლობაში შეძლებენ.

60-დღიანი ვადა ეხება, როგორც პირველად ტექდათვალიერებას, ასევე ხელმეორესაც.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, ტექდათვალიერება და ჯარიმების დაფარვა დროებით შეჩერდა.

ამავდროულად, საქართველოში პირველი აპრილიდან ტექდათვალიერების ახალი წესები მოქმედებს, რომელთა გათვალისწინება მოუწევთ ავტომობილის მფლობელებს.

მძღოლებს კვლავ ეკრძალებათ საჭის პოზიციის მარჯვნიდან მარცხენა მხარეს გადატანა. მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან. შეზღუდვები იმ მანქანებს არ შეეხება, რომლებსაც საჭე ამა წლის პირველ აპრილამდე უკვე ჰქონდათ გადატანილი.

ტექდათვალიერების გარეშე დარჩებიან ასევე ის ავტომანქანები, რომელთა ბორბლების ასაკი აღემატება 10 წელიწადს, მიუხედავად მათი მდგომარეობისა.

გარდა ამისა, იმ ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებმაც ტექდათვალიერება პირველ აპრილამდე გაიარეს, უნდა წარადგინონ სელთიფიკატი დამონტაჟებული, ან დასამონტაჟებელი საწვავი გაზის ბალონის ვარგისიანობის შესახებ.

პირველი აპრილიდან ავტომანქანებს უნდა ჰქონდეთ ნამწვის კატალიზატორები, რომელთა წყალობით გამონაბოლქვის, მავნებელი გაზის – СО-ს ოდენობა მაღალ ბრუნვებზეც კი 0,7%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2018 წლის პირველი ივლისიდან ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. როგორც რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ავტომანქანებისთვის.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან სიახლე შეეხო იმ მსუბუქ ავტომობილებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება ე.წ. 3.0 კუბს, ხოლო პირველი 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა დანარჩენ ავტომანქანას.

მსუბუქი ავტომანქანების მომსახურების ღირებულებაა 60 ლარი, ხოლო სატვირთო მანქანების – 100 ლარია.

ამ ავტომანქანებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ 50 ლარით დაჯარიმდებიან. ურჩი ავტომოყვარულები დაჯარიმდებიან ყოველთვიურად.

თუ კი ავტომანქანები ერთი წლის განმავლობაში ივლიან ტექდათვალიერების გარეშე, მფლობელები 600 ლარით დაჯარიმდებიან.

ჯარიმის ერთი თვის ვადაში არგადახდის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელს ერიცხება საურავები.

თუ ჯარიმას არ გადაიხდიან ექვსი თვის განმავლობაში, მძღოლს მართვის მოწმობა შესაძლოა, ნახევარი წლით ჩამოერთვას.