ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოსგან 1600 სამედიცინო პირბადე მიიღო და იმ ადამიანებს, ვინც მუდმივ კონტაქტშია ხალხთან, უფასოდ გადასცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ 1600 ცალი სამედიცინო პირბადე მიიღო და დღეს უკვე დაარიგა. პირბადეები შეკერილია საქართველოში, ქვეყანაში მათი წარმოება მარტის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ არის პირბადეების უკმარისობა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, პირბადეები დაურიგეს მათ, ვისაც ყოველ დღე უწევს საზოგადოებასთან მუშაობა: მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებს, პოლიციას, მაღაზიებს, საცხობებს და ხორცის გამყიდველებს. პირბადეები ასევე დაურიგეს მერის წარმომადგენლებს სოფლებში და ტერიტორიული ოლქების დეპუტატებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში პირბადეების შეკერვისათვის 10 საკერავი კომპანია ამოქმედდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ამჟამად ეძებს კომპპანიას, რათა შეისყიდოს სამედიცინო პირბადეები, ხელთათამანები, ბახილები, სათვალეები და ხალათები მომუშავეებისთვის და მოსახლეობისათვის.