Jnews-ის რედაქციამ მიიღო ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თამაშობენ ახალგაზრდები ფეხბურთს რაიონული საავადმყოფოს ეზოში. ეს ქმედება საგანგებო მდგომარეობის დროს საკარინტინე რეჟიმის დარღვევად ითვლება, რის გამოც შეიძლება მოხდეს დაჯარიმება.

გადმომცემი წყაროს მონაცემებით, ფოტო გადაღებულია დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე. ფოტოს ავტორი ამბობს, რომ თამაშის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ, თუმცა მოთამაშეები მანდ უკვე აღარ იყვნენ. პოლიციას ოქმი რომ შეედგინა, თვითოეულ მოთამაშეს 3000 ლარით დააჯარიმებდნენ.

ყველა მოქალაქეს ვთხოვთ, დროებით თავი შეიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არღვევს. ეს ხომ დროებითია. ეს უბრალო ფეხბურთის თამაში არღვევს აკრძალვას, რომელიც 3 ადამიანზე მეტის შეკრებას გულისხმობს, ასევე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია ყველა სპორტული ღონისძიება.

მსგავსი შემთხვევა კახეთში, გურჯაანის რაიონშიც მოხდა. 29 მარტს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისათვის 11 ადამიანი დააჯარიმეს.  რაიონული მერიის პრეს-სამსახურის თანახმად, ერთი ჯგუფი სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა. ყოველი მათგანი ვალდებულია გადაიხადოს 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. ბავშვების მხრიდან დარღვევების შემთხვევაში ჯარიმდებიან მშობლები.