“საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი შემოვიღოთ კიდევ ორ – თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კარანტინის რეჟიმი ფაქტობრივად, უკვე ამოქმედებულია საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში, კერძოდ, 7 მუნიციპალიტეტში, სადაც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ძალების სპეციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტებია განლაგებული.