ბოლო 15 დღის განმავლობაში ახალქალაქში კარტოფილის ფასმა უცბად იმატა. ის 70-90 თეთრიდან 1,50 ლარამდე ავიდა, ხოლო უკანასკნელი ორ დღის განმავლობაში 2 ლარი გახდა.

ექსპერტების თქმით, ქვეყანაში მომხდარი მოვლენები, მაგალითად საზღვრების დაკეტვა, კარტოფილის ფასის მატებას ემსახურება. ვიდრე სოფლის მოსახლეობას გაეხარდა, რომ მათ მოსავალს კარგი ფასი ექნება, მარნეული მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადავიდა.

საქმე იმაშია, რომ ახალქალაქში კარტოფილის მყიდველები ძირითადად მარნეულიდან ჩამოდიოდნენ, სოფლის მოსახლეობა შეწუხებულია, რომ მყიდველი უკვე აღარ იქნება და იმის ნაცვლად, რომ მაღალ ფასში გაეყიდათ მოსავალი, ისინი საერთოდ ვერ შეძლებენ მის რეალიზებას.

«ჩვენ ძალიან გაგვიხარდა როდესაც ფასმა მოიმატა, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ მარნეულიდან მყიდველი აღარ ჩამოვა და ჩვენი კარტოფილი დარჩება»,- ამბობს გრიშა, რომელიც ამ დროის განმავლობაში კარტოფილს ინახავდა, რომ ამ სეზონზე კარგ ფასში გაეყიდა.

კარტოფილის ფასის მატება ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის დირექტორმა მახარე მაცუკატოვმა შემგეგნაირად განმარტა:
«ვირუსიც ემსახურებოდა ამას, რადგან ვირუსის გამო საზღვრები დაიკეტა, მნიშვნელოვანია, რომ კარტოფილი საზღვარგარეთიდან არ შემოვიდა, ბაზარზე კონკურენტები არ იყო და ადგილზე კარტოფილის ფასმა იმატა. ასევე ფასის მომატებას ხელი შეიწყო დიდმა მარხვამ, ხალხი ხორცს არ ჭამს»,- აღნიშნა მახარე მაცუკატოვმა.

მისი თქმით, ასეთი მაღალი ფასები მაისამდე დარჩება, ვიდრე არ მოვა ახალი კარტოფილი.

ჩვენ მკითხველს რეგულარულად ვაცნობებთ, თუ როგორ მიმდინარეობს კარტოფილის გაყიდვის პროცესი ჩვენს რეგიონში.