დღეს, 20 მარტს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, მერიისა და პოლიციის  თანამშრომლების თანხლებით ტანსაცმლის მაღაზიები და ბაზრის მოაჭრეები გააფრთხილა, რომ COVID-19 ვირუსის კარანტინთან დაკავშირებით, მაღაზიები დროებით დაკეტონ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

აღნიშნული ბრძანება აგრარულ ბაზარს და სურსათის მაღაზიებზე არ ვრცელდება.

კარანტინი პირველ აპრილამდე გაგრძელდება.