თბილისში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსახლეობა ფიქრობს, რომ სამგზავრო ტრანსპორტი ახალქალაქი-თბილისის მიმართულებით შეიზღუდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისი-ახალქალაქის ტრასპორტი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.

თბილისში ტრასპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ხალხი ვიზიტებს აუქმებს ან ტაქსებით მოძრაობს. ფიქრობენ, რომ საქალაქთაშორისო ტრასპორტი არ მუშაობს.
«ჩვენ ჩვეულებრივი რეჟიმით ვმუშაობთ. ჩვენ ტრასპორტს მუდმივად ვუკეთებთ დეზინფექციას. ჩვენ მერიიდან გვთხოვეს, მუდმივად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სოფელში მოსიარულე ტრანსპორტიც დეზინფიცირდება»,- ამბობს რეისული მიკროავტობუსის მძღოლი გრიგორი წურწუმია. მისი თქმით დეზინფექციას აკეთებს ყველა თანამშრომელი ვინც თბილისში მიმოდის.

თბილისიდან რეგიონებში მიმავალი სამგზავრო ტრანსპორტი არ გაუქმებულა, ეს თბილისის სადგურზეც დაადასტურეს. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დედაქალაქიდან ტრასპორტი გადის არა ყოველ საათში ერთხელ, არამედ უფრო იშვიათად. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გადაადგილება აკრძალული და შეზღუდული არ არის.

«ოკრიბასა» და «დიდუბის» სადგურზე თქვეს, რომ 5-6 მგზავრის შემთხვევაშიც, ტრანსპორტი დროულად გადის.