დღეიდან (18 მარტიდან) კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრები უცხოელებისთვის ორი კვირით დაიხურება. თუმცა, ეს შეზღუდვები სატვირთო მანქანებს არ ეხება.

შეზღუდვები სატვირთო მანქანებს არ ეხება, ისევე როგორც იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნებას მოისურვებენ.

სომხეთის მოსახლეობა, პროდუქტის დეფიციტის შიშით, მაღაზიებიდან ყველა საკვები პროდუქტს იძენს.

ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე საქართველოში სომხეთის საელჩომ გამოაქვეყნა. იქ ნათქვამია, რომ უცხოელების შემოსვლაზე აკრძალვა სომხურ სატვირთო მანქანებს არ ეხება. საელჩო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ფედერალური ტრასა დაკეტილია ამინდის გაუარესების გამო, და როგორც კი გაიხსნება ტრასა, სატვირთო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას განაგრძობენ.

ასევე ნათქვამია, რომ სატვირთო მანქნებს,  რონლებიც სომხეთი-საქართცელო-სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებიან, საქართველოს საბაჟო პუნქტებზე გადაკვეთა ახლაც, არსებულ ვითარებაშიც შეუძლიათ.