ახალქალაქის ზოგიერთ საცხობში ერთი და იგივე თანამშრომელი ღებულობს პურს, რათა ჩადოს პარკში და პარალელურად იღებს მყიდველებისგან თანხას. ასე იქმნება ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების პირობები ფულიდან პურზე გადატანით, რომელიც მყიდველის ოჯახის წევრებზე შეიძლება გადავიდეს.

ახალქალაქის მერიაში პურის საცხობებში ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აფრთხილებს: ჰიგიენის წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ ერთი და იგივე პირს არ შეუძლია პურის გაყიდვაც და ფულის მიღებაც. პური უნდა იყიდებოდეს პარკებში შეფუთული.

მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, ახალქალაქის ზოგიერთ პურის მაღაზიაში ჰიგიენის წესები ირღვევა. იმის დაზუსტების მიზნით, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო ჰიგიენის წესების დაცვისათვის, Jnews-მა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ავეტიკ ტონაკანიანს მიმართა.

«ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ დღეს უნდა მივსულიყავით ყველა საცხობში და შეგვემოწმებინა თუ როგორ მუშაობენ, მაგრამ ამინდის ცვლილების გამო ვერ მოვახერხეთ, შევამოწმებთ ხვალ. შემოწმებას ასევე დაესწრებიან მერიის წარმომადგენლები. როგორც მერიიდან შეგვატყობინეს, ის საცხობები, სადაც დარღვევები დაფიქსირდება, დაჯარიმდებიან»,- განაცხადა ახალქალაქის საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა.