Armenian      Russian

საქართველო და სომხეთი არ შემოიფარგლებიან მეზობლური, მეგობრული ურთიერთობებით. სომხეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სატრასპორტო დერეფანია, სომხეთი კი საქართველოსთვის- ქვეყანა, რომელიც სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამოთვლილი შესაძლებლობებით.

სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას, სომხეთსა და საქართველოს, მუდამ ნეიტრალური-კეთილგანწყობილი ურთიერთობები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, თითოეულ სახელმწიფოს საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია, ხოლო გეოპოლიტიკის მხრივ, არსებობს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ვექტორი, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

მოსაზრება საქართველოდან

ექსპორტზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მხარე. თუმცა, პროდუქციის ათეულში, რომელთა ექსპორტიც ხორციელდება სომხეთიდან საქართველოში, შედის მადანი, ბრინჯაო, თამბაქოს ნაწარმი, შუშის ტარები, ელექტროენერგია, ალკოჰოლი, წამლები, პლასტმასის კონტეინერები, ალკოჰოლური სასმელები, შოკოლადი და პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კაკაოს, ყავას და სხვა.

ფონდ რონდელის ექსპერტის, ვალერი ჩეჩელაშვილის, აზრით სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები გამოწვეულია იმით, რომ ისინი მეზობელი ქვეყნები არიან.

«საქართველო და სომხეთი- ტრადიციულად ძალიან ახლო პარტნიორი ქვეყნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გვედიგვერდ ცხოვრობენ. მათ ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპატია და ადამიანური კონტაქტი გააჩნიათ. ექსპორტისა და იმპორტის სტრუქტურა ცვალებადია. სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის კარგი სეზონური გაცვლა ხდება. ჩვენი ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი, საქართველოდან სომხეთში მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტი გენხორციელებაა»,- ამბობს ფონდ რონდელის ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი.

კიდევ ერთი მთავარი სფეროა ტურიზმი. სომხეთის ძალიან ბევრი ტურისტებისთვის, ექსპერტის თქმით, მიმზიდველია, როგორც აჭარის სანაპირო, ასევე ბაკურიანი.

«ხალხთა შორის გაცვლის, ტურიზმის განვითარების და სხვა თვალსაზრისით, საქართველოს მიზანია ევროკავშირი და ამას სომხეთის ევრაზიაში ყოფნა ხელს არ უშლის. ვინაიდან, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა. ის რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს ევროკავშირთან, სხვა სახელმწიფოებთან სავიზო შეთანხმება არანაირად არ გვზღუდავს. ასევე სომხეთიც თავისუფალია მის არჩევანში, ამიტომ, მე ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით საფრთხეს. მადლობა ღმერთს, მოსახლეობა თავისუფლად გადადის საზღვარზე»,- ამბობს ექსპერტი.

თუ ადამიანურ ურთიერთობებში საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ვექტორი შემზღუდავი არ არის, მაშინ ვაჭრობა შეფერხების გარეშე წარმოუდგენელია.

«ამ მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები, რადგან სომხეთმა ეკონომიკური სუვერენიტეტი, სხვა სახელმწიფოებთან კავშირის თვალსაზრისით , რომლებიც არ არიან ევრაზიის გაერთიანების წევრები, ევრაზიის კომისიას გადასცა. ამიტომ ახლა, სამწუხაროდ, ჩვენი ორი ქვეყანა თავისუფალი ორმხრივი ვაჭრობის რეჟიმში შეზღუდულია. როგორც მაგალითად, წელს საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტისას გამოწვეული პრობლემები. ეს ორივე ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, ეს სერიოზული გამოწვევაა. საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობა ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ სომხეთი მე-5 ადგილას არის- ეს რა თქმა უნდა დიდად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, საქართველო სომხეთის 10 პარტნიორში შედის. რაც ნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი კომპონენტია ორმხრივი ვაჭრობის წრებრუნვის სტრუქტურაში, საგარეო ვაჭრობის მთლიან წრებრიუნვაში და ორივე სახელემწიფომ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება»,- ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

მოსახრება სომხეთიდან

საქართველოდან სომხეთში ექპორტის 10 პროდუქტში შედის: ალკოჰოლური სასმელები, სასუქები, როგორც მინერალური, ასევე ქიმიური, აზოტი, ელექტროენერგია, ნავთობი და ნავთობრესურსები, ხის ნაწარმი და ნახერხი, გიფსის ნაწარმი, ჩამქრალი და ჩაუმქრალი კირი, ჰიდრავლიკი, ციანიდი და ციანიდის ოქსიდი, ფქვილი, ხორცისა და ზღვის პორდუქტების გრანულები, ცხიმები, მინერალური და გაზიანი სასმელები, ტკბილი და უალკოჰოლო სასმელებიდა სხვა.

ცენტრ «ორბელის» ექსპერტის, ჯონი მელიქიანის აზრით, არის საქონლის კატეგორია, რომელიც სომხეთს საქართველოდან შემოაქვს. ამიტომ ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. მაგალითად, თუ 2018 წელს საქართველოს ჰქონდა 600მლნ ამერიკული დოლარის ვაჭრობა, სომხეთის სტატისტიკაში ეს 250მლნ აშშ-ს დოლარი იყო. მისი აზრით, განსხვავებაში რომელიც ამ ციფრებს შორის არის, შედის ასევე ავტომანქანები, რომლებიც სომხეთში შემოდის საქართველოს გავლით ისევე, როგორც სხვა პროდუქცია. ამიტომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის, ხოლო საქართველო სომხეთის ათეულში.

«ჩვენ სამეულში შევდივართ ტურისტების რაოდენობით. ეს შეადგენს მილიონიდან-მილიონ ნახევარ ტურისტს. ტურისტების წილი ამ რიცხვებში არ არის დიდი, 20-25%. გასული წლის მონაცემებით აჭარის ტურიზმის სააგენტომ დააფიქსირა, რომ სომხეთი არ შედის ხუთეულში, საიდანაც შემოდიან ტურისტები. საბოლოოდ, ხუთეულში ყველაზე დაბალი პოზიცია, 50000 ტურისტით, ბრაზილიას უკავია. სტატისტიკიდან გამომდინარე, აჭარაში სომეხი დამსვენებლების რაოდენობა 50 000 ადამიანზე ნაკლებს შეადგენს»,- ამბობს ჯონი მელიქიანი.

სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროშიც.

«არის პროექტი, რომელიც ნელი ტემპით, მაგრამ მაინც რეალიზაციის პროცესშია . ეს ეხება ენერგოხიდის შექმნას, რომელიც გააერთიანებს რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და მომავალში ირანს, რათა ჩვენს ქვეყნებს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალება მიეცეს, საჭიროების შემთხვევაში იმპორტიც. ამიტომ ელექტროენერგიის წრებრუნვის დაკმაყოფილების მხრივ ეს კარგი შესაძლებლობაა. ასევე მნიშვნელოვანია , რომ ირანს პრაქტიკულად ესაჭიროება დამატებითი ელქტროენერგია, და დღეს საქართველოს აქვს შეერთებული ენერგოსისტემა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მათ შორის საინტერესოა, რომ 2000-იან წლებში სომხეთი საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებდა. როდესაც ზამთრის პერიოდში საქართველოს დამატებითი ენერგია ესაჭიროება, საქართველო მას ღებულობს მეზობელი აზერბაიჯანიდან და ის ბრუნდება ჰიდროელექტროსადგურების სახით, რაც ზაფხულის პერიოდში მეტია»,- ამბობს ჯონი მელიქიანი.

სომხეთს და საქართველოს საერთო ინვისტიციები არც თუ ისე ბევრი აქვს. საქართველოსაც და სომხეთსაც მილიონის ინვესტიცია გააჩნიათ.

«გამოდის, რომ სომხეთიდან ინვესტიციები უფრო მეტია, რადგან ტურისტული სეზონია- სასტუმრო, სარესტორნო სფერო. მაგალითად, გასულ წელს, როდესაც ბახტაძე ჩამოვიდა სომხეთში, მან შემოგვთავაზა ვაჭრობის გაორმაგება და სხვა. მან თქვა, მივოყვანოთ მილიარდამდე, მაგრამ თანხა დიდია. სომხეთს უწევს 4-ჯერ გაზრდა, რომ მიაღწიოს მილიარდს, ეს კიდევ მინიმუმ 10-20 წელია. მათი სტატისტიკით, საჭიროა 2-ჯერ გაზრდა, მაგრამ 600-დან მილიარდამდე მიყვანასაც სჭირდება ბევრი სამუშაო. მაგალითად, ღვინის წარმოება, ნახევარფაბრიკატი გადააქვთ სომხეთში, შესაძლებელია განვითარება და ექსპორტი რუსეთში, თუ ეს შედის მათ ინტერესში. ან რამე დააფუძნონ საქართველოში, რათა გაუადვილდეთ ევროპულ ბაზარზე გასვლა. იმ პროდუქციას, რომელიც იქნება კონკურენტული და ევროკავშირის ქვოტაში არ მოექცევა და სხვა. შესაძლეველია ვარიაციების მოფიქრება, რათა რეალური შედეგი მივიღოთ»,- ამბობს ცენტრი «ორბელის» ექსპერტი, ჯონი მელიქიანი.

მიუხედავად სიძნელეებისა, ორივე მხარის მთავრობა მზად არის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის, რომელიც მომგებიანია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე უბრალო მოქალაქეებისთვის.